20 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
ოპოზიცია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ითხოვს, იუსტიციის მინისტრი კი ექსპრემიერის საპატიმროში დატოვებას აანონსებს

ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრისა და მანამდე მერაბიშვილის ადვოკატისთვის, ოთარ კახიძისთვის ევროსასამართლოს ვერდიქტი მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დიდმა პალატამ ძალაში დატოვა მოსამართლეთა სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის შესახებ, რაც ადვოკატის შეფასებით, ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობას ლეგიტიმური საფუძვლის გარდა, სხვა ფარული მიზანიც ჰქონდა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც და კონვენციის მე-18 მუხლიც იუსტიციის მინისტრს განსხვავებულად ესმის. თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ მერაბიშვილი საპატიმროში დარჩება.

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო. ყოფილი პრემიერის ადვოკატები მისი პატიმრობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებდნენ და პოლიტიკური დევნის მთავარ არგუმენტად ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ასახელებდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები