შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი ისნის სპეცოპერაციის შესახებ გადაცემა „არჩევანის“ ეთერში საუბრობს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩატაევი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი იყო.
მისი თქმით, სწორედ მნიშვნელოვანია გაირკვეს თავისით შემოვიდა საქართველოში თუ მას შემოსვლის ნება დართეს. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა სდომოდა რუსეთს საქართველოდან ჩატაევის გადაცემა.
„რუსეთმა სთხოვა საქართველოს, რომ "ჩატაევი მანდ შეინახე," ცოტა გაუგებარია. მაშინ ხომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიელებს უბრალოდ, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გადასცეს რუსეთს და თუ რუსეთის თხოვნით გააკეთეს, ბარამ გადასცემდნენ რუსეთს ხომ?“ - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.