სააგენტო ”Reginfo”-ს რედაქტორი აი სი სი-ის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს. გელა მთივლიშვილი აცხადებს რომ აი სი სი-ს საქართველოში ჰყავს, რამდენიმე ათეული ფიცმიცემული, რომლებმაც იმ ფონზე, როცა არის მოკლული მათი მეთაური შესაძლოა, რომ ნებისმიერი დავალება მიიღონ და მოსახლეობა დადგეს საფრთხის წინაშე.
გელა მთივლიშვილის თქმით ეს ყველაფერი სათავეს იღებს 2010 წლიდან. მაშინ როდესაც ახმედ ჩატაევი უკრაინის მიერ იქნა დაკავებული სააგენტო ”Reginfo”-ს რედაქტორი ინტერესდება რატომ მოხდა მისი დეპორტაცია საქართველოში და რატომ მიიღო ჩატაევი საქართველომ.
მან ამ კითხვით მიმართა ოთარ კახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს თუმცა ფაქტია ის, რომ ახმედ ჩატაევი იჯდა ციხეში, მას ჰქონდა ბრალი წაყენებული და ერთ თვეში ხელისუფლებამ მოსვლიდან „ქართულმა ოცნებამ“ ის გაათავისუფლა.