20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
მაშინდელი ჩატაევი სხვა ჩატაევია და დღევანდელი ჩატაევი, რომელიც უკვე უხელოდ და ეფეხოდ შემოსულია საქართველოს ტერიტორიაზე, არის საერთაშრიოს ტერორისტი - ბარამიძე

"მაშინდელი ჩატაევი სხვა ჩატაევია და დღევანდელი ჩატაევი, რომელიც უკვე უხელოდ და ეფეხოდ შემოსულია საქართველოს ტერიტორიაზე, არის საერთაშრიოს ტერორისტი," - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გია ბარამიძემ ისნის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

„არჩევანის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სისტემა „მოშლილია.“

„მართლაც, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი სტრუქტურები არის თავიდან ბოლომდე მოშლილი, გამოშიგნული იმ ადამიანებისგან, რომლებიც აკავებდნენ შკრილნიკოვებს და სხვა დივერსანტებს და მოიყვანეს ის ადამიანები, რომლებიც სულ სხვა ბრძანებებს იძლევიან, ბრძანებებს არა იმისა, რომ დააკავე რუსი ჯაშუში, არამედ უთვალთვალე „რუსთავი2“-ს, უთვალთვალე „ენმ“-ს, სხვა ოპოზიციურ პარტიებს,“ - აცხადებს ბარამიძე.

მისი თქმით, არცერთი ჯაშუში ამ პერიოდში არ დაუჭერია საქართველოს სპეცსამსახურებს.

მან ისანში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არ აქვს იმედი ხელისუფლების მხრიდან საქმის გამოძიების. რის გამოც, ბარამიძე საგამოძიებო კომისიის შემქნის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ჩვენ ვსვამთ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის საკითხს. რა თქმა უნდა, ნდობის ჯგუფზე ამ საკითხის განხილვა აბსოლუტურად, არასწორია და აბსოლუტურად არასაკმარისია,“ - განაცხადა გია ბარამიძემ.

გია ბარამიძე აღნიშნავს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მოიაზრებოდა, რომ ჩატაევთან თანამშრომლობა შესაძლებელი იყო, თუმცა, ამის შემდეგ ის დივერსანტებს შეუერთდა და მისი ციხიდან გაშვება დაუშვებელი იყო.

„ჩატაევი ყველამ იცოდა, რომ იყო იარაღით მებრძოლი დივერსანტი საქართველოს წინააღმდეგ, ეს გაუშვეს... მაშინ ჩატაევი საერთაშორისო მასშტაბით ტერორისტი არ იყო,“ - განაცხადა ბარამიძემ. 

დღის ამბები