თბილისის მერის გუნდში ცვლიელებაა. ერთადერთი მოადგილე, ვინც კახა კალაძემ ნარმანიას გუნდიდან დატოვა, გადადგა. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი, გიგა ნიკოლეიშვილსა და ახალ მერს შორის არსებული უთანხმოებაა.
გადამდგარი მოადგილე, რომელსაც ოპოზიცია ოდეერად მოიხსენიებდა, შსს-ში დაცვის პოლიციის უფროსად უკვე დაინიშნა.
"კურიერთან" სატელეფონო საუბარში თავად ნიკოლეიშვილიც ადასტურებს მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას. თუმცა, დედაქალაქის მერთან უთანხმოებას უარყოფს. თბილისის მერის უკვე ყოფილი მოადგილე წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ კალაძესთან წლების განმავლობაში მეგობრობს.