მოსკოვი საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების გამო შეშფოთებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შორის გამართული შეხვედრის დროს, მხარეებმა შეერთებული შტატების მიერ თბილისისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის „ჯაველინის“ მიწოდების საკითხი, ახალი საწვრთნელი ცენტრის დაგეგმილი მშენებლობისა და სამხედრო შენაერთების მომზადების პროგრამის საკითხები განიხილეს.
"რუსეთი მსგავს სამხედრო მხარდაჭერას განიხილავს, როგორც პირდაპირ ბიძგს თბილისისთვის რეგიონში მორიგი საშიში ავანტიურის განხორციელებისკენ," - ნათქვამია განცხადებაში.