20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
ნინო ლომჯარიას ომბუდსმენის თანამდებობაზე ოპოზიციიდან მხოლოდ "ენმ"-ის მხარდაჭერა აქვს

ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს უჭერს "ნაციონალური მოძრაობა". პარტიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მესამე სექტორის კანდიდატის შერჩევას მიესალმებიან.

„საპარლამენტო უმრავლესობამ ეს პროცესი ჩაატარა გამჭვირვალობის ნულოვანი ხარისხით, არავითარი კონსულტაციები არ ჰქონდათ საპარლამენტო ოპოზიციასთან. ჩვენ გავითვალისწინეთ არასამთავრობო სექტორის აზრი. ინიციატივით გამოვიდა არასამთავრობო სექტორი, არის მისასალმებელი. ამ პროცესს ვუჭერთ ჩვენ მხარს,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე.

განსხვავებულია საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია. "ევროპულ საქართველოში" პრეტენზიები კანდიდატის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით აქვთ. პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

კულუარულად შეარჩიეს ფავორიტი კანდიდატი და წარმოგვიდგინეს დასამტკიცებლად. ეს არ არის სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, ეს არის დამტკიცების პროცესი, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. კონკრეტულად პიროვნებებში აქ საქმე არ არის," - " აცხადებს ოთარ კახიძე. 

ნინო ლომჯარიას ომბუდსმენად დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს არც „პატრიოტთა ალიანსი“.

ამავე თემაზე
დღის ამბები