აბრეშუმის გზის ფორუმის დასკვნითი დღე. ღონისძების მონაწილეებს გიორგი კვირკაშვილი მიმართავს. გაიმართება 200-მდე თემატური შეხვედრა. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ფორუმის წევრებს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს.
"ჩვენ ველოდებით, რომ მოხდება კონკრეტულ წინადადებებზე საუბარი და განხილვა ბიზნესებს შორის, რაც კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება და აისახება ციფრებში. აღნიშნული ფორუმის მიზანიც ეს არის, რომ რეგიონში და უშუალოდ საქართველოში მოვიზიდოთ გლობალური ინვესტიციები," - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
ორდღიანი კონფერენცია გუშინ გაიხსნა. შეხვედრებში 50-მდე ქვეყნის 1 000-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მონაწილეობენ. მთავარი განსახილველი თემები ვაჭრობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული საკითხებია.