20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
სახალხო დამცველის ახალი კანდიდატურა - ოპოზიციაში განსხვავებული პოზიციები აქვთ

საპარლამენტო სხდომაზე დეპუტატები სახალხო დამცველის ახალ კანდიდატურას დაამტკიცებენ. უჩა ნანუაშვილი კენჭისყრის შემდეგ შესაძლოა, ნინო ლომჯარიამ შეცვალოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, კანდიდატთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები იყო.

„ყველა ერთ აზრზე ვერ იქნება. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო ის, რომ სახალხო დამცველის კანდიდატი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი და ობიექტური, რაც არ გამორიცხავს მათ შორის კრიტიკას „ქართული ოცნების,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

„პატრიოტთა ალიანსს“ სახალხო დამცველის საკუთარი კანდიდატურა - ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე ჰყავს. პარტია ნინო ლომჯარიას მხარს არ დაუჭერს.

„გიორგი ფოფხაძემ სერიოზული წვლილი შეიტანა პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებაში, არის ღირსეული, კონკურენციას თავისუფლად გაუწევს ნებისმიერ კანდიდატს,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობაში" ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის მხრიდან წარდგენილი კანდიდატურა იქნეს არჩეული და მას მხარს დაუჭერს. პარტია ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივითაც გამოდის. 

„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე კვირის წინ ინიციატივით გამოვიდა, რომ სახალხო დამცველის შერჩევა მომხდარიყო არასამთვრობო ორგანიზაციების მიერ. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ის მოახდინა, რაც მისთვის დამახასიათებელია, მინიმალურად იყო ეს პროცესი გამჭვირვალე. მაგრამ პრინციპი, რომ შეირჩეს კანდიდატი ომბუდსმენის თანამდებობაზე, რომელიც არის დასახელებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან, არის ჩვენი ინიცირებული და ამ პრინციპს მხარს ვუჭერთ, მეტიც, რამდენიმე დღეში კანონპროექტს მოვამზადებთ, რომელსაც ინიცირებას გავუკეთებთ და იმედია, მხარდაჭერა ექნება პარლამენტში, რომ ეს პრინციპი კანონისმიერი გახდეს,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

"ევროპული საქართველო" ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს არ დუჭერს და განხილვებშიც მონაწილეობას არ მიიღებს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები