გიორგი პერტაია სამართალდამცავებს ძალადობაში ადანაშაულებს. მისი დაკავების დეტალებზე მან განცხადება „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლებთან ერთად გააკეთა.
გიორგი პერტაიას უფლებადამცველი აცხადებს, რომ პერტაია ნიკოლაძის ქუჩაზე საპატრულო ეკიპაჟმა უკანონოდ გააჩერა, დაკავების დროს კი, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
გიორგი პერტაიას თქმით, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პოლიცია მას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდა.
„ჩემ მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის კასკადი განხორციელდა. მირტყამდნენ, მაგინებდნენ,“ - განაცხადა გიორგი პერტაიამ.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" გენერალურ ინსპექციას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს და საპატრულო ეკიპაჟის წევრების დასჯას მოითხოვს.