საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას პრემიერმინისტრს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკა იყო.
პაველ ფილიპოვმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მოლდოვა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მტკიცე მხარდამჭერია.