20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
„სამინისტროების გაერთიანება არ იწვევს იმას, რომ ავტომატურად, ადამიანებმა სამუშაო დაკარგეს"- ქუმსიშვილი

„სამინისტროების გაერთიანება არ იწვევს იმას, რომ ავტომატურად, ადამიანებმა სამუშაო დაკარგეს,“- ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმზე გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ეს ადამიანები ჩვეულებრივაც მუშაობენ, შესაბამისად, მათ სჭირდებათ სამუშაო ადგილი, ძალიან მარტივი ლოგიკაა, რაც ოპტომიზაციას იწვევს, ეს არის სამეურნეო ნაწილი და ადმინისტრაციული ნაწილი და ამ მიმართულებით მაქსიმალურად გამოთავისუფლებული სივრცეები იმ ადამიანებით შეივსებიან, ვისითაც დღეს ვართ დაკომპლექტებული,“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

დღის ამბები