18 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
გიორგი პერტაია პოლიციას ცემასა და მეუღლის გაუპატიურებით დამუქრებაში ადანაშაულებს

გიორგი პერტაია საპატრულო პოლიციას ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. შემთხვევა თბილისში, ფიქრის გორაზე მოხდა. პერტაია მეუღლესთან და 2 წლის შვილთან ერთად მანქანით გადაადგილდება, რა დროსაც ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა.

მართვის მოწმობასთან ერთად პერტაიამ პოლიციის თანამშრომელს ვეტერანის მოწმობაც აჩვენა და უთხრა, რომ ის ყოფილი კოლეგა იყო. პერტაიას აზრით, სამართალდამცველის გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.

გიორგი პერტაია ამტკიცებს, რომ ვითარების დაძაბვის შემდეგ სამართალდამცველები მას მეუღლის გაუპატიურებით და ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ.

გიორგი პერტაიას მეუღლე ამბობს, რომ 27 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის შემდეგ 2 წლის შვილი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. ანა შამშიევას თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თუ მანქანის გასაღებს არ გადასცემდა, შვილს წაართმევდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პოლიციის მიერ მოქალაქეზე ძალადობისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

მთავარმა პროკურატურამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო. შოთაძის უწყებაში „კურიერს“ დაუდასტურეს, რომ სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე აღიძრა.

დღის ამბები