20 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის დაბრუნებას ყველა უწყებაში ოპოზიცია აპროტესტებს და ტოტალურ კონტროლზე საუბრობს

სამთავრობო ცვლილებებთან ერთად პარლამენტში კანონპროექტი შევიდა, რომლის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შეუძლიათ, დაიწყონ მუშაობა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში ისე, რომ პარალელურად სუს-ში მუშაობა გააგრძელონ. მათ არ დაევალებათ, რომ სუს-ის თანამშრომლობა გაამხილონ.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ნორმა მხოლოდ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს შეეხებათ.

ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის დაბრუნებას ყველა უწყებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ოპოზიცია კატეგორიულად აპროტესტებს. საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ ინსტიტუტის ამოქმედებით საზოგადოების ტოტალურ გაკონტროლებას ცდილობს.

სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საგარეო დაზვერვის გაერთიანებას არასაპარლამენტო ოპოზიციაც აპროტესტებს,

სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ ეს ცვლილება ისედაც ჭარბი უფლებების მქონე უწყებას კიდევ უფრო უკონტროლოს გახდის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები