20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
სააკაშვილი დაპატიმრების მოლოდინშია, უკრაინაში კი პოროშენკოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრების გადაწყვეტილებას მისი მომხრეები 3 დეკემბრის აქციით გამოწვეულ შიშს უკავშირებენ. „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრები და სააკაშვილის მხარდამჭერები მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება ამდაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენ. 

იურისტი, მიკოლა ნიდილკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრესკონფერენციიდან გაირკვა, რომ პოროშენკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს იმისთვის, რომ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკური არენას ჩამოაშოროს.

„ეს პრეზიდენტის და კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა. სამწუხაროდ, ამის შესაჩერებლად უკრაინაში არ გვაქვს მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი. ამიტომაც ხელისუფლების განუკითხაობის შეჩერების ერთად ერთი გზა მშვიდობიანი პროტესტია. მიხეილ სააკაშვილის დაკავება საწყისშივე უკანონო იქნება. ეს არა მხოლოდ უკრაინის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, არამედ იქნება საერთაშორისო სამართლის დარღვევა, რადგან არც გენერალურ პროკურატურას და არც უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს უფლება, ებრძოლოს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტს,“- განაცხადა მიკოლა ნიდილკომ.

ჟურნალისტ ვლადიმირ ფედორინის აზრით, უკრაინის ხელისუფლება სამი დეკემბრის მარშს სერიოზულ საფრთხედ განიხილავს.

„ისინი აცნობიერებენ რამდენად არაპოპულარულია მოსახლეობაში მათი ხელისუფლება და ცდილობენ ეს მარში ნებისმიერი საშუალებებით ჩაშალონ. მათთვის ერთ-ერთი ეფექტური გზა, როგორც მიხეილმა აღნიშნა, სწორედ განუკითხაობაა, რაც მთავარი მამოძრავებელი ძალის მოშორებას გულისხმობს. ეს ეგოისტური სცენარია, რომელიც დიდ საფრთხეს შეუქმნის უკრაინას. ხელისუფლება ცდილობს, ჩამოიშოროს ერთადერთი რეალური ოპოზიციური ძალა, რომელიც ახალ, ოლიგარქებისგან თავისუფალ სისტემაზე მშვიდობიანი გზით გადასვლას ისახავს მიზნად. ეს ნიშნავს რომ უკრაინაში ძალიან სახიფათო ვითარებაა. უნდა ვილოცოთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და უკრაინელებს მისცემენ საშუალებას მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი უკმაყოფილება, რომ არ იქნება არც სისხლი და არც ახალი მაიდანი,“- განაცხადა ვლადიმირ ფედორინმა. 

მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების მოლოდინშია. სამი საათის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კიევში საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პეტრე პოროშენკომ მისი ციხეში ჩასმის ბრძანება ქვეყნის მთავარ პროკურორს მისცა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები