20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
მმართველ გუნდში სააკაშვილის ექსტრადირების აუცილებლობაზე საუბრობენ, ენმ კი "ქართულ ოცნებას" მმართველობის დასასრულს უწინასწარმეტყველებს 

„ქართულ ოცნებაში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში შესაძლო დაკავების ფაქტს მიესალმებიან 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს და ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.

„გარდა სამართლებრივი და სახელმწიფო ინტერესისა, არის მსოფლიო პოლიტიკური კონიუქტურა, რომელიც ამ ნიუანსებს ითვალისწინებს. მე მიმაჩნია, რომ როცა სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა, რა ფორმითაც გადაკვეთა ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია. სახელმწიფო, რომელსაც არ შეუძლია ასეთ გამოწვევებს სწორად და მყარად გაუმკლავდეს, იმას სამხედრო გამოწვევებთან გამკლავებაც გაუჭირდება,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ კი დარწმუნებულები არიან, რომ კიევში პროცესები პოროშენკო-ივანიშვილის სცენარით ვითარდება. თუმცა უკრაინული ოპოზიციის ლიდერის გადმოცემის შემთხვევაში, ოპოზიცია "ქართული ოცნების" მმართველობის დასასრულს პროგნოზირებს.

“ოლიგარქიული სისტემა არის დაპირისპირებაში შესული პოლიტიკურ კლასთან, რომლის პირველ ხაზში ბრძოლის იმყოფება ბატონი სააკაშვილი, მაგრამ თუკი მაინც და მაინც  ბატონმა პოროშენკომ და ივანიშვილმა მათი განზრახვა მოიყვანეს სისრულეში და იმ მეთოდებით რა მეთოდებითაც გამოაძევეს საქართველოს მოქალაქეები უკრაინიდან, ვარწმუნებ ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომ ძალიან დაჩქარდება მათი ხელისუფლების პოლიტიკური ცხოვრება,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კიევში გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პეტრე პოროშენკომ მისი ციხეში ჩასმის ბრძანება ქვეყნის მთავარ პროკურორს მისცა. სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებულებების გაყალბება მიმდინარეობს, რითიც მისი პატიმრობის საფუძველი უნდა შექმნან.

ამავე თემაზე
დღის ამბები