20 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
კიევში საპროტესტო მსვლელობა გვიან ღამით დაპირისპირებაში გადაიზარდა

კიევში გუშინ გამართულ მიტინგზე 3 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოწოდებები ისმოდა. სწორედ ამ მსვლელობამდე 3 დღით ადრე გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა მისი შესაძლო დაპატიმრების შესახებ განცხადება.

აქციაზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას კიდევ ერთხელ გააჟღერებენ, მისვლას იმ მოძრაობის აქტივისტებიც გეგმავენ, რომელიც ხელისუფლებისგან 2013 წლის “მაიდნის“ მოვლენების გამოძიებას მოითხოვდნენ.

გუშინ გვიან ღამით კი კიევის ცენტრში გამართული მსვლელობა არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეებმა სამინისტროს შენობასთან კარვის დადგმა სცადეს.

შეტაკების შედეგად დაშავდა ორი  ადამიანი. პოლიციამ ოთხი  აქტივისტი დააკავა.

დღის ამბები