20 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებმა გამოხატეს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატისადმი - მიხეილ ჯანელიძე

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებზე მსჯელობენ კონფერენციაზე, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ესწრებიან. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამიტი იყო პოზიტიური იმით რომ ევროკავშირის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატისადმი და გამოხატეს მხარდაჭერა ასოცირებული ქვეყნებისადმი, მათ შორის საქართველოსადმი. 

„ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებმა გამოხატეს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატისადმი. გამოხატეს მხარდაჭერა ასოცირებული ქვეყნებისადმი - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და ეს გამოიხატა ერთიან მიდგომებში. რა თქმა უნდა მოლოდინები, განსაკუთრებით საქართველოს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, შეიძლება ჰქონდა მეტი,“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები