"ახალ ძალთა მოძრაობა" და თავად მიხეილ სააკაშვილი 3 დეკემებრს დაგეგმილი მაშტაბური აქციისთვის ემზადებიან. პარტიაში ამბობენ, რომ თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს დააკავებს, უკარინაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება.
"იმ შემთხვევაში თუ მსგავსი რამ მოხდება და მიხეილ სააკაშვილს უახლოეს პერიოდში დააკავებენ, ჩვენ მასშტაბურ აქციებს დავიწყებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, ასევე სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობებთან, მათ შორის რეგიონებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სამოქალაქო პროტესტის საშუალებით არ მივცემთ საშუალებას არაკანონიერ, ამჟამინდელ რეჟიმს, დააპატიმროს მიხეილ სააკაშვილი,“- განაცხადა პარტიის ლიდერმა, სემიონ კრივონოსმა.