საქალაქო სასამართლოში "ლეიბორისტული" პარტიის სარჩელის განხილვა გაიმართა, რომელიც 2015 წელს დენის ტარიფის გაზრდას უკავშირდება.
ტარიფის მატებასთან დაკავშირებით, 2 წლის წინ სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პარტიის წარმომადგენლები უკანონოდ მიიჩნევენ.
დღევანდელ პროცესზე მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ იქამდე, ვიდრე საქმის განხილვა არ დასრულდება, სემეკს დროებით აეკრძალოს ტარიფის რეგულირება, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„სასამართლო ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი, როდესაც წინა გაძვირება ჯერ არ განუხილავს სასამართლოს და უკვე ახლიდან იწყებენ გაძვირებას და მთელი პასუხისმგებლობა იმაზე რაც ხდება და რაც მოხდება, ეკისრება ოცნების შემომხაზველ ხალხს, აგრეთვე იმათ ვინც სამზარეულოდან უყურებს მოვლენებს და არჩევნებზეც არ კადრულობს მიბრძანებას,“-განაცხადა „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.