20 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
"ვფიქრობ, პოროშენკო არ დაუშვებს კანონის ასე ცუდად გამოყენებას" - იაცეკ სარიუშ-ვოლსკი სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრებაზე

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრებას, რომელზეც საქართველოს ექსპრეზიდენტმა განცხადება თავად გააკეთა, ევროპარლამენტარები სამართლის გამოყენებით ოპონენტის განადგურებად აფასებენ.

ევროპარლამენტის წევრი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი აცხადებს, რომ უკრაინის უახლოესი ცუდი წარსული იულია ტიმოშენკო იყო, რომელიც ციხეში იჯდა და ეს ევროკავშირის დღის წესრიგში ყოველთვის პირველი თემა იყო. იაცეკ სარიუშ-ვოლსკი იმედოვნებს, რომ ასე ცუდად კანონს პოროშენკო არ გამოიყენებს.

„არ ველოდები, რომ მაიდნის შემდეგ დემოკრატიული უკრაინა დააკავებს ადამიანს, თავის ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც საკმაოდ აქტიურია პოლიტიკაში. შეიძლება ეს არ მოხდეს. ყველაზე ცუდი სცენარი, რაც გვახსოვს უკრაინის ცუდი წარსულია. მას ჩვენ ბრიუსელში შერჩევით სამართალს ვუწოდებდით. ეს ნიშნავს პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას სამართლის გამოყენებით. ეს იყო ევროკავშირის დღის წესრიგის პირველი საკითხი, როდესაც იულია ტიმოშენკო ციხეში იჯდა. ვიდრე ის საპატიმროში იყო, ევროკავშირი უკრაინას მოლაპარაკებაზე უარს ეუბნებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ პეტრო პოროშენკო არ დაუშვებს კანონის ასე ცუდად გამოყენებას. მსგავსი ქმედებები მხოლოდ წარსულის მოგონებად უნდა დარჩეს,“ - განაცხადა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.

ევროპარლამენტის წევრი იარომირ შტეტინა კი, ვითარებაში გარკვევის მიზნით მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას პირადად აპირებს. ევროპარლამენტარი აბსურდულს უწოდებს შესაძლო ბრალდებას სააკაშვილის წინააღმდეგ, რომ თითქოს ის უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.  

„ჩემთვის ცნობილია, რომ 3 დეკემბერს ჩატარდება მარში. მე ჩავდივარ კიევში 6 დეკემბერს და ვაპირებ მიხეილ სააკაშვილს შეხვდე. მინდა ვკითხო რა ხდება. აბსურდულად მიმაჩნია ბრალდება, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავს, რადგან ის კორუფციას ებრძვის,“ - განაცხადა იარომირ შტეტინამ

დღის ამბები