20 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
ორად გაყოფილი აზრი უმრავლესობასა და ოპოზიციაში - ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად აირჩიეს

უჩა ნანუაშვილს ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარია ჩაანაცვლებს. "ქართულ ოცნებაში" მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, უმრავლესობის უმრავლესობამ საკუთარი რჩეულის გაყვანა შეძლო. "კურიერის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების“ ლიდერები გვიან ღამემდე მართავდნენ კონსულტაციას.

ახალი სახალხო დამცველის ასარჩევად კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 113-მა დეპუტატმა გაიარა, მხარი კი ნინო ლომჯარიას 96-მა დაუჭირა. კენჭისყრა ფარული იყო, შესაბამისად მხარდამჭერთა ზუსტი სია უცნობია, ვინც "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს მისცა ხმა. ასეთი სულ 20 იყო, მათ შორის "ქართული ოცნების" რიგებიდან 16 დეპუტატი. 

ნინო ლომჯარიას მიმართ არაერთსულოვანი იყო საპარლამენტო ოპოზიციაც. ახალ ომბუდსმენს ხმა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მისცეს. "ევროპულმა საქართველომ" კი, კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღო.

ახალი ომბუდსმენი კატეგორიულად მიუღებელია "პატრიოტთა ალიანსისთვის". ირმა ინაშვილმა "ქართულ ოცნებას" რამდენჯერმე მოუწოდა, მისი კანდიდატის მხარდაჭერისკენ. 

უჩა ნანუაშავილს ნინო ლომჯარია ოფიციალურად ერთ კვირაში შეცვლის.

დღის ამბები