20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
"პოროშენკოს რეიტინგი უკიდურესად დაბალია" - სააკაშვილი მის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის ახალ ეტაპს კვლევის შედეგებს უკავშირებს

მიხეილ სააკაშვილი „კურიერთან“ ინტერვიუში საქართველოსა და უკრაინის მთავრობების არაფორმალური გარიგების შესახებ ყვება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ გიორგი კვირიკაშვილის და უკრაინის პრემიერის თბილსში შეხვედრაზე მოლაპარაკებების ერთერთი თემა მისი პოლიტიკური განეიტრალება იყო.

სააკაშვილი ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მისი მზარდი რეიტინგის ეშინია და ამიტომ მისი დაპატიმრება გადაწყვიტა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლის ახალ ეტაპს სოციოლოგიური კვლევების ახალ შედეგებს უკავშირებს, რომელთა მიხედვითაც, მისი და პეტრო პოროშენკოს რეიტინგებს შორის სხვაობა ერთი პროცენტია.

"პოროშენკოს რეიტინგი არის უკიდურესად დაბალი," - აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა დღეს ქვეყნაში ყოფნის ვადა კიდევ სამი თვით გაუგრძელა და ოფიციალური დოკუმენტაცია მისცა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მას უკრაინაში მხოლოდ ოლიგარქები და მათი მხარდამჭერები ებრძვიან, საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი კი, მას მხარს უჭერს.

მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები კიევში იმპიჩმენტის მარშისთვის ემზადებიან. მსვლელობა 3 დეკემბერსაა დაანონსებული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები