20 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე ნარმანია ვერეს ხეობაში მასშტაბურ მშენებლობას დათანხმდა

ვერეს ხეობის განვითარების კონცეფციის მომზადებაში მერიამ 100 ათასი ლარი გადაიხადა. 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, როგორც თბილისის მთავრობა დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, ისე, სპეციალისტები თანხმდებოდნენ, რომ სტიქიის ზონაში ნებისმიერი სახის მშენებლობა საფრთხის შემცველი იყო.

თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე დავით ნარმანიამ სტიქიის ზონაში არა ერთ კომპანიას მწვანე შუქი აუნთო და მათ მშენებლობების შესაძლებლობა მისცა.

გაყიდვასა და მშენებლობაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ტერიტორია მაინც გაიყიდა და მიწის მესაკუთრე აქ მასშტაბურ მშენებლობასაც გეგმავს. 1010 კვ მიწის ნაკვეთი, 20 ოქტომბერს, უპირობო აუქციონის საშუალებით კომპანია "ნინამ" შეიძინა. მისი მეპატრონე კი, 10 სართულიანი და 50 ნომრიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს.

პარტიზანი მებაღე, ნატა ფერაძე გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სამოქალაქო პროტესტს აანონსებს.

დავით ნარმანიას მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას ოპოზიცია კახი კალაძისგან ითხოვს. კახი კალაძე ამ მშენებლობისთვის საბოლოო ნებართვის გაცემას კატეგორიულად გამორიცხავს.

ამ პირობის შესასრულებლად კახი კალაძეს დავით ნარმანიას მიერ დატოვებული კიდევ ერთი გადაწყვეტილების შეცვლაც მოუწევს. 10 სართულიანი სასტუმროს გარდა, ისევ ვერეს ხეობაში, იქ სადაც დატბორვის ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს, სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება. საბოლოო გადაწყვეტილებას მშენებლობის ნებართვისთვის შპს „გამა“ ელოდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის მთავრობის ე.წ. გარდამავალ პერიოდში, ვიდრე დავით ნარმანია პოსტს ოფიციალურად დატოვებდა, მან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სტიქიის ზონაში არა ერთი მშენებლობის შესახებ კომპანიებს თანხმობა მისცა.

დღის ამბები