გლდანში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. ფაქტი საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "კურიერს" დაუდასტურეს.
როგორც „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა „რუსთავი 2"-თან საუბარში აღნიშნა, თავდასხმაში ერთი პირი მონაწილეობდა. ბანკის თანამშრომლები წაღებული თანხის ოდენობას არ აკონკრეტებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.