22 დეკემბერი 2024,   14:25
ვრცლად
იულია ტიმოშენკო მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასასწრებად მივიდა

პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო პეჩორის ოლქის სასამართლო სხდომაზე დასასწრებად მივიდა. სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი თავდაპირველად სასამართლო დარბაზში საპატიმრო კაბინაში იმყოფებოდა, თუმცა, მოსამართლემ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს უფლებადამცველებთან ერთად დაჯდომის უფლება მისცა.

ადვოკატმა საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესის დიდ დარბაზში წარმართვა მოითხოვა, რაზეც უფლებადამსველმა უარი მიიღო. 

დღის ამბები