08 დეკემბერი 2024,   19:45
ვრცლად
პეჩორის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა

პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 

პეჩორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ოვაციები და ტაში მოყვა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მედიისთვის შეფასებებს ამ წუთებში აკეთებს. 

მიხეილ სააკაშვილი 8 დეკემბერს დააკავეს. ის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში ყავდათ გადაყვანილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები