20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
ნარკოტიკის ჩადება, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა - ოპოზიცია ძალოვან უწყებებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს 

საპარლამენტო უმცირესობა საკომიტეტო მოსმენების ერთი საათით გახანგრძლივებას ითხოვს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ კომიტეტების გაფართოებულ სხდომაზე, მთავრობის შემადგენლობის ნაწილის მოსმენა და მათგან ინფორმაციის მიღება, შეუძლებელია. მათი თქმით, დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ კომიტეტის სხდომაზე კითხვის დასმის შესაძლებლობა.

ოპოზიციის მთავარი კითხვები, 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას და საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის საქართველოში ყოფნას ეხება.

კითხვები ასევე არსებობს ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებასა და მოზარდებს შორის გახშირებულ დაპირისპირებაზე.

„ერთიგამოწვევა, რომელიც თქვენ არ გიხსენებიათ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ნარკოტიკის და იარაღის ჩადების სერიოზული პრობლემა. რამდენიმე დღის წინ გაამართლეს ე.წ. რეპერების საქმე, რომლებიც 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოსგან დაჩაგრული წესიერ მოქალაქეებს, 6 თვის განმავლობაში დაატარებდნენ სასამართლოში და ამართლებინებდნენ თავს. იმ დღესვე ითქვა, რომ მათ აღიარეს ეს ნარკოტიკის ქონა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არა მარტო ჩაუდეს ნარკოტიკი, არამედ იყო ზეწოლა, რომ მათ ეს ყველაფერი ეთქვათ. მერე უცებ ყველაფერი პოლიტიკურად შეიცვალა. კიდევ სხვა შემთხვევებიც არის. მე მაინტერესებს ეს ნარკოტიკი თავისით ხომ არ ახტა და ჩახტა იქ, ფაქტია, რომ გვაქვს პოლიციაში პრობლემა ნარკოტიკის ჩადების,“ - მიმართა შს მინისტრს ელენე ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ყურადღება იუსტიციის მინისტრის გამოსვლაზეც გაამახვილა და მას „თვით ტკბობის გამოსვლა“ უწოდა. ელენე ხოშტარიამ თეა წულუკიანს მიმართა და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზული პრობლემებია.

დღის ამბები