20 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
აბსურდული გადაწყვეტილებაა იურიდიულადაც და პოლიტიკურადაც - თარხნიშვილი სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე

შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ განცხადება „ევროპულ საქართველოში“ გააკეთეს. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, სასამართლომ დღეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან შეწყალება პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებაა.  

„აბსურდული გადაწყვეტილებაა იურიდიულადაც, პოლიტიკურადაც. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ გრძელდება პოლიტიკური დევნა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზოგადად, პოლიტიკური დევნა საქართველოში,“ - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ ხელისუფლებაში არიან ის პირები, რომლებსაც ასევე, გამოუყენებიათ შეწყალების უფლება, თუმცა, ისინი პასუხისგებაში არ მიუციათ.

„ევროპულ საქართველოში“ თვლიან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყალების საქმეზე განაჩენი დაჩქარებულ ვადებში, უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 179 პატიმრის შეწყალების გამო, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები