20 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრს დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრს დაასახელებს. „კურიერის“ ინფორმაციით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ თანამდებობას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე დაიკავებს, თუმცა ადმინისტრაციაში ოფიციალურ წარდგენამდე განმარტებები არ კეთდება.

ასევე „კურიერის“ ინფორმაციით, ანა დოლიძის გარდა, განიხილებოდა კახა კოჟორიძისა და ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურებიც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი დოლიძეზე შეჩერდა.

“პრეზიდენტი ვალდებულია, რომ მიმდინარე დღეებში წარადგინოს, დანიშნოს კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც შემდეგ უკვე განახორციელებს თავის უფლებამოსილებას შემდგომი 4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ბუნებრივია მნიშვნელოვანია მისი მიდგომები, მისი თვისებები და როგორ აქვს დასახული გადაჭრის გზები სასამართლოში არსებული გამოწვევების. ამიტომ, ყველა ეს მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს გათვალისწინებული დანიშვნისას,“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვახტანგ მჭედლიშვილს ჩაანაცვლებს. მას 4 წლიანი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება.

დღის ამბები