20 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
„კითხვები არსებობს" - მამუკა მდინარაძე პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობს

„კითხვები არსებობს. ვალდებულება არსებობს, ამ კითხვებზე გამოძიებამ გასცეს პასუხი, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი სპეცსამსახურები კარგად მუშაობენ,“- ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.

მამუკა მდინარაძემ ქართველი სპეცსამსახურების მუშაობა დადებითად შეაფასა.

„ისინი პირველად საქართველოს ისტორიაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამოდიან ეროვნული ინტერესებიდან და დარწმუნებული ვარ, ასეთივე გულწრფელი იქნება გამოძიება და ის ყველა კითხვას გასცემს პასუხს,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები