20 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ყირიმის გარეშე - სერგეი ლავროვი

რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ყირიმის გარეშე. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სერგეი ლავროვის თქმით, ისინი განაგრძობენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას იმ საზღვრებში, რომელიც ყირიმში რეფერენდუმისა და ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთების შემდეგ დადგინდა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებითვე, ყირიმის ანექსიით მოსკოვს ბუდაპეშტის მემორანდუმის პირობები არ დაურღვევია.

უკრაინის გარდა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე სირიის და ჩრდილო კორეის კრიზისის, ასევე ირანის ბირთვულ შეთანხმებაზეც ისაუბრა.

დღის ამბები