პირები, რომლებმაც მაღაზია "დელფოსი" გაქურდეს, სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან.
„დელფოსის“ დამფუძნებლის ნიკოლოზ კირვალიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. პეკინის გამზირზე მდებარე მაღაზია „დელფოსიდან“ 1000 ლარამდე თანხაა წაღებული.
მაღაზია "დელფოსის" თანამშრომლების გამოკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს. სამართალდამცველების კითხვებს პასუხობენ ის პირებიც, რომლებმაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.