20 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
„თქვენ ახლა გიჭირავთ 5 ხაზიანი ცარიელი ფურცელი, ასე სერიოზულად არ საუბრობენ" - ჯანგირაშვილმა და კობახიძემ იკამათეს

მედია ორგანიზაციებისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე მცირე ხმაური იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებასა და 2012-2016 წლებში მაუწყებლის შემოსავლებზე ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორსა და ირაკლი კობახიძეს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„თქვენ ახლა გიჭირავთ 5 ხაზიანი ცარიელი ფურცელი, ასე სერიოზულად არ საუბრობენ. ჩაშლილი მონაცემები გვაჩვენეთ, რა მოგაწოდათ მარეგულირებელმა კომისიამ, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ პრაქტიკულად, ტყუილში დაგვდოთ ბრალი, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვცრუობთ. თქვენ დასვით კითხვა, რა მოხდა ბაზარზე, ისეთი კატასტროფა, მე გეტყვით, რაც მოხდა. რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებების შემდეგ დრამატულად დაიკლო ბაზარმა,“- მიმართა ნინო ჯანგირაშვილმა ირაკლი კობახიძეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ მსჯელობა არგუმენტებით უნდა იყოს განმტკიცებული.

„მე წარმოგიდგინეთ 5 ხაზი, რომელიც აჩვენებს, რომ არის ზრდა, ასეთი 5 ხაზი თქვენ გაქვთ?“ - აღნიშნა კობახიძემ. 

მედია ორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები