20 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
დასკვნა მხოლოდ მოცულობების შესრულებებს ადასტურებდა, ხარჯთაღრიცხვის ნაწილში მივეცით სხვაობა - მაია ნიკოლეიშვილი „ყვარელრემმშენზე"

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ კომპანია „ყვარელრემმშენის“ მიერ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით 4 დასკვნა არსებობს. ოპოზიციას კომპანიის მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე აქვს კითხვები.

სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ყვარელრემმშენმა" 2017 წლის ზაფხულში განხორციელდა.

„ყვარელრემმშენს“ ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ორი კომპანიის 4 დასკვნა აქვს მიღებული.

ორივე კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეს მათთვის ამ საქმესთან დაკავშირებით არ დაუსვამთ. ისინი განმარტავენ, რომ მათ მხოლოდ სამუშაოს მოცულობების და ხარჯთაღრიცხვის შემოწმება ევალებოდათ.

შპს „რეალ-ექსპერტის“ ადმინისტრაციული დირექტორი, მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით 3 დასკვნა გასცეს.

„ჩვენი დასკვნა მხოლოდ მოცულობების შესრულებებს ადასტურებდა და ხარჯთაღრიცხვის ნაწილში მივეცით სხვაობა ანუ დავაკელით,“ - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მაია ნიკოლეიშვილის თქმით, მათ შიდა სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დასკვნა არ გაუვიათ.

„ჩვენს მიერ გაცემულ დასკვნაზე აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ვაგებთ პასუხს. საბოლოოდ, კიდევ სხვა ორგანიზაციამ გასცა, ჩვენთვის უცნობია, ეს დასკვნა. მაგრამ ჩვენ მივეცით ის, რომ გზადაგზა, რომ შესრულებული სამუშაოები არ იყო იმ თანხის და ჩვენ ნაკლები თანხები, საკმაოდ კლება გავაკეთეთ,“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს დირექტორი, ზურაბ ამირანაშვილი აღნიშნავს, რომ მეტრო „ვარკეთილში“ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ერთი დასკვნა გასცეს.

„გავეცით მოცულობასთან დაკავშირებით, უბრალოდ, რამდენი კვადრატული იყო გაკრასკული ან ა.შ. მეტი ჩვენ არაფერს არ ვიძლევით. არც ის სამუშაოები შეგვიმოწმებია ჩვენ თვითონ კარკასი როგორ იყო კონსტრუქციაზე გაკეთებული, ჩვენამდე სხვას აქვს ეგ ექსპერტიზა ჩატარებული,“ - განაცხადა ზურაბ ამირანაშვილმა. 

მეტრო "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები