17 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
სტიქია გარდაბნის რაიონში - ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა
ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო, სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა.
დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
მოვარდნილმა წყალმა ადგილობრივების ვენახები და ბაღები თითქმის მთლიანად წაიღო, დაიხოცა ფრინველი.
მოსახლეობა ამბობს, რომ მოვარდნილმა წყალმა ღობეები დაანგრია.
სტიქიამ დააზიანა ავტომობილები. ერთ-ერთი ავტომობილი კი ქუჩიდან ეზოში შეაგდო.
მოსახლეობა ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ელის.
   სხვა ფოტორეპორტაჟები
< სხვა ფოტორეპორტაჟები