17 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ავიაკატასტროფა ყაზბეგში - კრიმინალისტებმა მუშაობა განაახლეს
ყაზბეგში, ვერტმფრენის ავიაკატასტროფის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა.
ტერიტორია, სადაც გუშინ ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისევ შემოსაზღვრულია.
ამ დროისთვის ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ვერტმფრენი ფრაგმენტებად არის დაშლილი.
ვერტმფრენის მფლობელი კომპანია „ავიატორ პლუსის“ წარმომადგენლები გვიან ღამემდე გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია, ბორტზე მყოფი სამივე პირი ვერტმფრენის ჩამოვარდნისთანავე გარდაიცვალა.
დაღუპულებს შორის პილოტი, გიდი და სასტუმროს შვეიცარი არიან.
   სხვა ფოტორეპორტაჟები
< სხვა ფოტორეპორტაჟები