17 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
სტიქია სოფელ ქირაჩმუღლოში
ძლიერმა წვიმამ დააზიანა ნაკვეთები, ღობეები, შიდა გზები, დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
სტიქიის გამო გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალიც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სოფელში მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები, რის გამოც ყოველი ძლიერი წვიმის დროს, მსგავსი პრობლემები ექმნებათ.
მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩმუღლოშიბოლო სამი დღეა ნალექია, თუმცა გუშინ ღამით წვიმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილობრივები დააზარალა.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ნალექის მოსვლის ეშინიათ.
ადგილობრივების თქმით, თუ სანიაღვრე სისტემა არ მოწესრიგდა, ისინი მუდმივად საფრთხის წინაშე იქნებიან.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელში სტიქიის სალიკვიდაციოდ ტექნიკა მხოლოდ მას შემდეგ გააგზავნა, რაც იქ "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი მივიდა.
   სხვა ფოტორეპორტაჟები
< სხვა ფოტორეპორტაჟები