18 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
„ესეთი საქმეები იჩქმალება, მსხვერპლები არა თუ ხმას არ იღებენ, პირიქით შეშინებულები არიან"- ელენე ხოშტარია პაპუნა უგრეხელიძეზე საუბრობს 

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე, რომელიც თანამშრომლების სექსუალურ შევიწროებას ეხება, "ევროპულმა საქართველომ" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.

პარტია თანამდებობრივ პასუხისმგებლობასთან ერთად სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„ესეთი საქმეები იჩქმალება და ამაზე არავინ არ რეაგირებს და პასუხისმგებლობას არ იღებს და  მათ შორის ამიტომ მსხვერპლები, რომლებიც სულ არიან ჩვენს გარშემო არა თუ ხმას არ იღებენ, პირიქით შეშინებულები არიან. რა თქმა უნდა ამას უნდა მოჰყვეს ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი, სამართლებრივი პროცესი იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს, რომ რა მაღალიც არ უნდა იყოს თანამდებობა, ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ძალადობს ქალზე ის იქნება აუცილებლად დასჯილი,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეხვედრაზე "ევროპულმა საქართველომ" შესთავაზა მესამე სექტორის წარმომადგენლებს, რომ მოხდეს ოთხი საკითხის საკანონმდებლო ინიცირება, რომელიც ეხება ქალთა უფლებების მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების პრევენციას.

„ეს ეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაკითხვას მოსამართლის წინაშე რაც შეამცირებს მსხვერპლზე წნეხს. მეორე ინიციატივა უკავშირდება სექსუალური შევიწროებასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის სამ თვიანი ვადის  გაზრდას. მესამე ინიციატივა ეხება მეუღლეთა თანასაკუთრების საკითხს. მეოთხე, ეს გახლავთ ოჯახში ძალადობის გამოძახებაზე პოლიციას მიენიჭოს უფლება და ერთგვარი ვალდებულების სახეც კი მიიღოს მოძალადის დაკავების გადაწყვეტილებამ,“-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

დღის ამბები