იუსტიციის საბჭოში ანა დოლიძის ინიციატივის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესის ცვლილების ინიციატივით გამოვიდა.
ანა დოლიძე მოითხოვდა, თავმჯდომარე შემთხვევითი წილის ყრით გამოვლენილიყო, რაც მისი თქმით, გამორიცხავს მიკერძოებულ მიდგომას და შეასუსტებს კლანურ მმართველობას.
„წარსულში არსებობდა გაგება, რომ სასამართლოს თავმჯდომარე იყო დირექტორი სასამართლო. ეს იყო განპირობებული იმით, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონდა უამრავი ფუნქცია და უამრავი პრივილეგია,“ - განაცხადა დოლიძემ.
მოსამართლე წევრებისთვის ანა დოლიძის ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა. ანა დოლიძის ინიციატივას კამათის შემდეგ კენჭი უყარეს და მხარი მხოლოდ იუსტიციის საბჭოს ორმა წევრმა დაუჭირა.