18 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
"ქურდული სამყაროთი მემუქრებიან,“ – კოსტავას 35-ში მდებარე შენობის მეპატრონე მეიჯარეების მხრიდან მუქარაზე საუბრობს

„ზეწოლაში ვარ, ქურდული სამყაროთი მემუქრებიან,“ – კოსტავას 35-ში მდებარე შენობის მეპატრონე მეიჯარეების მხრიდან მუქარაზე საუბრობს.

ეთერ ჯინჯიხაშვილი აცხადებს, რომ მას მეიჯარეები ქირის ფულს არ უხდიან და კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტით ემუქრებიან. იმ შემთხვევაში კი თუ მოიჯარეები თანხას არ გადაიხდიან, ეთერ ჯინჯიხაშვილის ქონებას ბანკი აუქციონზე გაიტანს, რადგან თავის მხრივ ქონება ქალბატონს იპოთეკით აქვს დატვირთული.

მუქარისა და ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მან უკვე მიმართა საქალაქო სასმართლოს, რომელმაც ის წარმოებაში მიიღო, თუმცა პროცესი რამდენიმე თვეა არ ჩანიშნულა. საქმეს პოლიციაც იძიებს რამდენიმე მუხლით.

დღის ამბები