18 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
უსაფრთხოების წესების დარღვევა თუ უბედური შემთხვევა ჭიათურის მაღაროში - პოლიცია 45 წლის მაღაროელის გარდაცვალების საქმეს სწავლობს

ექვსსაათიანი სამაშველო ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა. ჭიათურის მაღაროში, ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მაღაროს ჭერი ჭიათურაში გამთენიისას ჩამოიშალა. დიდი ზომის ლოდებმა 45 წლის ზაზა აბრამიშვილი ნანგრევებში სამი მეტრის სიღრმეზე მოიყოლა.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. რა გახდა მაღაროში უბედური შემთხვევის მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს. სისხლის სამართლის საქმე სამთო სამშენებლო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით აღიძრა. გამოძიების დასრულებამდე კი როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ასევე პროფკავშირები, ჭიათურაში მაღაროში უსაფრთხოების ნორმების არარსებობასა და არაადამიანურ სამუშაო პირობებზე საუბრობენ.

დაღუპულის თანამშრომლები და ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი გვირაბის ავარიული მდგომარეობა გახდა. შუქრუთის მაღაროში დასაქმებულები ამბობენ, რომ მათი სიცოცხლეც დაუცველია და რისკები ყოველდღიურად იზრდება. მუშები სიცოცხლის ფასად მძიმე სამუშაოს მაინც თანხმდებიან რადგან ჭიათურაში მაღაროს გარდა სამუშაო ადგილები პრაქტიკულად არ არსებობს.

ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაცია ბრალდებებს უარყოფს და ირწმუნება, რომ მაღაროს, რომელიც დღეს დილით ჩამოიშალა ბოლო შემოწმება დეკემბერში ჩაუტარდა. კომპანიის მმართველის თქმით, ინსპექტირების შემდეგ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ დაფიქსირებულა. 

დღის ამბები