18 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
შემზარავი ფაქტი აფრიკის დასახლებაში - უპატრონოთა საფლავები პირუტყვის საძოვრად არის ქცეული

უპატრონოთა მუნიციპალური სასაფლაო, სადაც ასობით ადამიანი განისვენებს, პირუტყვის საძოვრად არის ქცეული. აფრიკის დასახლებაში მოსახლეობამ შემზარავი სურათი ნახა. ერთ-ერთი მობინადრის ეზოში ძაღლმა ადამიანის მოკვეთილი ფეხი მიიტანა, სხეულის დანაწევრებული ნაწილი მაშინ შენიშნეს, როდესაც ძაღლი მის შეჭმას ცდილობდა, პოლიციას დაურეკეს და დახმარება სთხოვეს.

მოსახლეობა სხვა საშიშროებაზეც ალაპარაკდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ იქმნება ეპიდემიის საფრთხე. მოსახლეობა დამარხვის პროცედურების შეცვლას და კონტროლის გამკაცრებას ითხოვს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, ვისი პასუხიმგებლობის საკითხი გამოიკვეთება. თუ სამართალდამცველები დაადგენენ რომ უპატრონო მიცვალებულის ან კლინიკებში ამპუტირებული სხეულის ნაწილების დამარხვა პროცედურების დარღვევით მოხდა, პასუხისმგებლობას საფლავის ადმინისტრაცია ვერ გაექცევა. კანონდამრღვევების დასჯის პირობას დებს თბილისის მერიც.

დღის ამბები