18 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
"ისეც არ გამილახავს, რომ სილურჯეები მიმეყენებინა" - რუსთავში 15 წლის გოგო დედას და მის მეგობარ მამაკაცს ძალადობაში ადანაშაულებს

რუსთავში 15 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში დედასა და დედის მეგობარ მამაკაცს ადანაშაულებენ. მოზარდის დედა შვილზე ფიზიკურ ძალადობას ადასტურებს, თუმცა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

15 წლის გოგო შეუძლოდ სკოლაში გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო. ის ამჟამად სპეციალურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. დედას კი მასთან კონტაქტი 30 დღის განმავლობაში აეკრძალა.

"რომელ დედას შვილი არ უცემია, იმიტომ მოარტყამს, რომ უნდა თავისი შვილი კარგი გამოვიდეს. ბოლოს აირია დაირია და მაგიტომ მოვარტყი, მაგრამ ისეც არ გამილახავს, რომ სილურჯეები მიმეყენებინა,"-აცხადებს გოგონას დედა. 

გამოძიება ოჯახური ძალადობისა და გარყვნილი ქმედების მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები