18 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
პაპუნა უგრეხელიძის სკანდალი - სამოქალაქო სექტორი საჯარო რეესტრის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს 

არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ დადასტურებული ძალადობის ფაქტს მთავრობის იგნორირების მიუხედავად რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.

მესამე სექტორი პასუხს პირადად პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის მინისტრისგან ითხოვს.

ოპოზიციის მსგავსად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დარწმუნებული არიან, რომ იუსტიციის მინისტრმა ფაქტის შესახებ გაცილებით ადრე იცოდა, რადგან წულუკიანს ძალადობის შესახებ თავად მსხვერპლმა შეატყობინა და არსებობდა სახალხო დამცველის დასკვნაც.

სამოქალაქო სექტორში იუსტიციის მინისტრის უყურადღებობაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

„ამ გარემოებას სჭირდება გამოსწორება და რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირება. იუსტიციის მინისტრის მხრიდან არ ჩანდა კონკრეტულად რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს. როდესაც სახეზეა შევიწროება და მეორეს მხრივ სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ის ებრძვის დისკრიმინაციას და იცავს ქალთა უფლებებს, ძალიან ალოგიკური იქნება, რომ რჩებოდეს იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც მას უკავია,“-განაცხადა საია-ს წარმომადგენელმა ნონა ქურდოვანიძემ.

დღის ამბები