18 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილის მძღოლი, რომელიც 11 წლის მოზარდს შეეჯახა, გვიანობამდე იკითხებოდა

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის მძღოლი, რომელიც გუშინ წყნეთის გზატკეცილზე 11 წლის მოზარდს შეეჯახა, საპატრულო პოლიციის საგამოძიებო ნაწილში გვიანობამდე იკითხებოდა.

დაკითხვის შემდეგ, მან პოლიციის შენობა სავარაუდოდ, სათადარიგო გასასვლელიდან დატოვა, რადგან ის მედიასთან არ გამოჩენილა.

სკოლის მოსწავლე ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში იმყოფება.

ექიმების განცხადებით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. სამართალდამცველებმა ექსპერტიზა ჩაუტარეს სახელმწიფო კუთვნილებაში არსებულ ავტომობილსაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები