18 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
​ქუთაისში 2037 ხე მოიჭრა - ენმ მერიას ხეების დარგვისთვის თანხის გამოყოფას სთხოვს

გასულ წელს ქუთაისში 2037 ხე მოიჭრა - ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ავრცელებენ. 

როგორც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ განაცხადა, ხეების უმეტესობა უკანონოდ არის მოჭრილი, ხოლო მერიას გამწვანებაზე საერთოდ არ უზრუნია.

შუშანიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს მერიას, გამოიყოს თანხები ხეების დასარგველად, რათა ქუთაისი არ დადგეს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქუთაისი მეორე ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კი იზრდება ონკო დაავადებულთა რიცხვი. 

დღის ამბები