18 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
პირადი მონაცემების უკანონო მოპოვება - ცუკერბერგი ჩვენების მისაცემად მისვლას არ აპირებს

მარკ ცუკერბერგი ბრიტანეთის პარლამენტში ჩვენების მისაცემად მისვლას არ აპირებს. "facebook"-ის დამფუძნებელი დაკითხვაზე სოციალური ქსელის მომხმარებელთა პირადი მონაცემების უკანონო მოპოვების საქმეზე დაიბარეს. თუმცა ცუკერბერგის ნაცვლად ჩვენებას მომავალ კვირას მისი წარმომადგენელი კრის კოქსი მისცემს.

"facebook"-თან ერთად საქმეში ფიგურირებს საკონსულტაციო ფირმა "კემბრიჯ ანალიტიკა", რომელმაც სოციალური ქსელის 50 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემი მოიპოვა და ტრამპის სასარგებლოდ ამომრჩევლებზე გავლენის მოსახდენად გამოიყენა. კემბრიჯ ანალიტიკა სკანდალში ყოფილმა თანამშრომელმა კრისტოფერ უაილიმ ამხილა. მან ბრიტანელ პარლამენტარებს ჩვენება დღეს მისცა.

დღის ამბები