18 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
"1001 მოქალაქე იქნა საზღვრიდან დაბრუნებული"- ერთი წლის სტატისტიკა უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან

ევროპასთან უვიზო რეჟიმით ერთი წლის განმავლობაში 192 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. ამის შესახებ განცხადება, საგარეო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

დღეს უწყების წარმომადგენელმა პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად ერთი წლის სტატისტიკა წარადგინა.

„192 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა უვიზო რეჟიმით ამ რეჟიმის ამოქმედებიდან და აქედან რამდენიმე მოქალაქემ შეიძლება რამდენჯერმეც გადაკვეთა საზღვარი და საზღვრის კვეთა გაქვს სულ 250 ათასზე მეტი. სულ 1001 მოქალაქე იქნა საზღვრიდან დაბრუნებული. რაც შეეხება რეადმისირებულებს, რეადმისირებულების რაოდენობა 300 აჭარბებს,“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.

ძირითად გამოწვევა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებით თავშესაფრების მაძიებლების რიცხვის ზრდაა. ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, რაც პრევენციას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი მხრიდან დაიგეგმა და ხორციელდება ერთგვარი სამოქმედო გეგმა სხვადასხვა მიმართულებებით. ამ სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები არის საინფორმაციო კამპანია,“-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

დღის ამბები