ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება - ეს განცხადება, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკი ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და მოლოდინებზე ისაუბრა.
მისივე თქმით ჟენევის ფორმატში არსებობს გარკვეული მოთელვის წინაპირობა და შესაძლოა რომ მსჯელობა უფრო მასშტაბურიც გახდეს.
„არა მარტო ტატუნაშვილთან დაკავშირებით ეკისრება რუსეთს პასუხისმგებლობა, არამედ საერთოდ რეალურად შექმნილ ვითარებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა და განსაკუთრებით იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. არსებობს გარკვეული მოთელვის ასე ვთქვათ წინაპირობა, რომელიც დაწყებულია და ვფიქრობ უახლოეს მომავალში უფრო ფართო მსჯელობა გვექნება,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.